ჩვენ შესახებ

კომპანია „ბათ თაუერსი“ დაარსდა 2016 წელს. კომპანია დაფუძნებულია პროფესიონალი არქიტექტორებისა და მშენებლების მიერ. მათ მიერ დაპროექტებული და აშენებულია ქ. ბათუმში ათეულობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და სხვა დანიშნულების ობიექტები.

კომპანიის დამფუძნებლები გარდა შპს „ბათთაუერსი“-ს ფლობენ სხვადასხვა კომპანიებსაც: „ნოვა-2012“ „არქიტრავი“ „არქიჰაუსი“ „ნევბათჯგუფი“ „გეოპროდუქტი“ სადაც წარმატებით ახორციელებენ დაკისრებულ საქმიანობას.

 მისია:

ჩვენი მისიაა დავნერგოთ ბათუმში კომფორტული ცხოვრების ახალი სტანდარტები.

 მიზანი:

ჩვენი მიზანია, დავნერგოთ მშენებლობისა და დაგეგმარების თანამედროვე ინოვაციური სისტემა, რაც ერთის მხრივ მომხმარებელს საშუალებას მიცემს, ოპტიმალურად გამოიყენოს საკუთარი ფართი, და კომფორტულად, გემოვნებით მოიწყოს საკუთარი ბინა. ხოლო მეორეს მხრივ საშუალებას მოგვცემს დავიცვათ მშენებლობის ხარისხი და ვადები.

 ჩვენი პრიორიტეტი:

 ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ვინაიდან  ჩვენ გვწამს, რომ  სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის განვითარების უმთავრესი კომპონენტია.